LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონისე ონიანი სამ სამსახურში მუშაობს: „ხან საცხობი გავხსენით, ხან ხილ-ბოსტნის მაღაზია… ეს იყო დროის ტყუილად ფლანგვა….“

766
oniseoniani

მსახიობი ონისე ონიანი ჟურნალ „თბილისელებთან“ ფულის თემაზე დასმულ კითხვებს პასუხობს, მათ შორისაა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, ეხერხება თუ ფულის შოვნა:

„ადამიანმა ცხოვრებაში ყველაფერი უნდა სცადოს. მეც ვცადე და ხან საცხობი გავხსენით, ხან ხილ-ბოსტნის მაღაზია. მინდოდა, საოჯახო ბიზნესი გვქონოდა, მაგრამ ეს იყო დროის ტყუილად ფლანგვა. სამაგიეროდ, მირჩევნია, ბევრი ვიმუშავო უკვე აწყობილ კომპანიაში რიგით თანამშრომლად, ჩემი ოჯახის ბიუჯეტის გასაზრდელად. ბიზნესის დაწყება არ გამომივიდა. იდეები მქონდა, მაგრამ არ გაამართლა. ამიტომ ამაზე აღარ ვფიქრობ. უკვე ვიცი, რომ ჩემი ოჯახის საჭირო ბიუჯეტისთვის, სამი სამსახური უნდა მქონდეს, ერთი თეატრი, ანუ ჩემი სახლი, მეორე – ტელევიზია, მესამე – სკოლა, სადაც სასცენო ხელოვნებას ვასწავლი. სამივედან მიღებული თანხა იმდენია, შეიძლება, ერთ საათში გამოიმუშავებს ჩვეულებრივი ბიზნესმენი და გასაკვირიც არ არის, რადგან მას ეს შეუძლია. მე ეს ვერ შევძელი და ამიტომ მირჩევნია, რაც შემიძლია და გამომდის, ის ვაკეთო. საბედნიეროდ, შრომა არ მეზარება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები