ონისე ონიანი ჟურნალ „სარკესთან“ იხსენებს პერიოდს, როდესაც მის ოჯახს გაუჭირდა და პატარას შეძენის შემდეგ, მიმტანად მუშაობის სურვილი გაუჩნდა:
„პატარა რომ გაჩნდა, მინდოდა, რესტორანში მემუშავა ოფიციანტად. კარგი, პრესტიჟული რესტორანი იყო წყნარი სიტუაციით. ხელფასთან ერთად, ე.წ. „ჩაიც“ იქნებოდა, მაგრამ არ მიმიღეს. დღესაც არ ვიცი, რატომ დამიწუნეს, გული კი ძალიან დამწყდა. არასდროს მითაკილია არანაირი სამუშაო, წავედი და ელიავას ბაზრობაზე ვიშოვე საბურავების გამყიდველის ადგილი. ასეთი ხერხებით ვცდილობდი ოჯახის გაძღოლას…“
ონისე ონიანი: „მხოლოდ ხუმრობით თუ მითქვამს ჩემი მეუღლისთვის, რომ მიყვარს…“
ონისე ონიანი რეპეტიციების შემდეგ ელიავაზე საბურავებს ყიდდა: „შრომა არ არის სათაკილო“