LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ონიანის დაკავების გამო ენმ საკრებულოს სხდომას არ დაესწრებიან

99

გიორგი ონიანისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯის გამო „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის საკრებულოს ძველი შემადგნელობის ბოლო სხდომას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება. ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ნადირაძემ თქვა.

ნადირაძის თქმით, მოსამართლემ „სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო“ და პარტიას კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს. ამის გამო კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არ აპირებენ „ჩვეულებრივი დღის წესრიგით“ გააგრძელონ დღეს მუშაობა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ადვოკატ გოგა ონიანის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. სასამართლომ ბრალდებულს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები