თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 9 მაისის თარიღთან დაკავშირებით ფულადი დახმარება გადასცა. როგორც ”ფორტუნას” თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში განუცხადეს, 404 ვეტერანს 600 ლარიანი დახმარება გადაეცა. რაც შეეხება ამ ომში მარჩენალდაკარგულ ოჯახებს, 87 ოჯახმა მერიისგან 300 ლარიანი დახმარება მიიღო.
ვეტერანები ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ტრადიციულად ვაკის პარკში აღნიშნავენ.