LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის მე-17 დღე უკრაინაში – ამბები, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ

465
BeFunky-collage

უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. გთავაზობთ იმ მნიშვნელოვან ამბებს, რაც ომის მე-17 დღეს არ უნდა გამოგრჩეთ.

? პენტაგონის ცნობით, რუსული ჯარები კიევის ცენტრიდან 25 კილომეტრში არიან განლაგებული. ისინი უკრაინის დედაქალაქისკენ მიიწევენ ჩრდილო-დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან.

? უკრაინიდან ლტოლვილთა რაოდენობამ 2,5 მილიონ ადამიანს გადააჭარბა.

? გაეროს მონაცემებით 549 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

? ომის დაწყებიდან მე-17 დღეს იბომბება მარიუპოლი, ჩერნიგოვი, ნიკოლაევი. კიევის რეგიონში ბრძოლების დროს განადგურდა ვასილკოვის სამხედრო აეროდრომი.

? მარიუპოლში ჰუმანიტარული კატასტროფაა – ხალხი უძლებს ყინვებს ელექტროენერგიის გარეშე, საკვებისა და წყლის ნაკლებობაა.

? გარდა ამისა, სირენები ისმის მთელი ღამის განმავლობაში უკრაინის ბევრ სხვა ქალაქში – ლვოვიდან – დასავლეთით, სუმის ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონამდე.

? უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსებმა მარიუპოლში დაარტყეს მეჩეთს, სადაც 80 მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა.

? აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა პირდაპირ არ ჩაერევა რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინაში, რადგან ეს მესამე მსოფლიო ომს ნიშნავს.

? რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ აშშ უკრაინაში ბიოლოგიური იარაღს ამზადებს. თუმცა, მტკიცებულებები არ წარმოუდგენია.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები