ომის დაწყების დღიდან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა ხუთჯერ სცადეს. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსი დანილოვმა The Globe and Mail-თან ინტერვიუში განაცხადა.
დანილოვმა აღნიშნა, რომ ხუთივე მცდელობა თებერვლის დასაწყისიდან მარტის დასაწყისამდე პერიოდში განხორციელდა, თუმცა თავდასხმის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაასაჯაროვა.
როგორც მედია წერს, ომის დასაწყისში მან საჯაროდ ისაუბრა ჩეჩენ მებრძოლთა რაზმზე, რომლებსაც დაევალათ ზელენსკის მოკვლა, თუმცა, მისივე თქმით, ისინი სრულად გაანადგურეს.