LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის დაწყებიდან პირველ თვეს, საქართველოდან ღვინის ექსპორტი დასავლეთ ევროპაში 89%-ით გაიზარდა, უკრაინაში კი 100%-ით შემცირდა

142
gvin

„თიბისი“ კაპიტალმა ღვინის სექტორის შესახებ განახლებული კვლევა მოამზადა. პუბლიკაციის თანახმად, საქართველოს ღვინის ექსპორტის რუსეთზე დამოკიდებულება, 2005 წელთან შედარებით, 90%-დან 56%-მდეა შემცირებული. თუმცა, დივერსიფიკაციის მიუხედავად, 2021 წელს რუსეთი (56%), უკრაინა (10%) და დსთ-ის სხვა ქვეყნები (10%) საქართველოს ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზრები იყვნენ.

რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპას, მისი წილი ექსპორტში ასევე 10%-ს შეადგენდა და აღნიშნულ რეგიონში საქართველოს ღვინის ექსპორტი შემდეგნაირად განაწილდა: პოლონეთი – 61%, ბალტიისპირეთის ქვეყნები – 38%. დასავლეთ ევროპაში, რომლის წილიც მთლიან ექსპორტში 3%-ს არ აღემატება, მთავარი საექსპორტო ქვეყნები იყვნენ: გერმანია (59%), შვედეთი (11%), საფრანგეთი (8%). დსთ-ის ქვეყნებში ლიდერობენ: ბელარუსი (48%), ყაზახეთი (42%), მოლდოვა (3%).

აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებიდან პირველ თვეს – მარტში, 2021 წლის მარტთან შედარებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი რუსეთში – 44%-ით, უკრაინაში კი 100%-ით შემცირდა, დასავლეთ ევროპაში კი 89%-ით გაიზარდა.

„თიბისი“ კაპიტალის პროგნოზით, 2021 წელთან შედარებით, საქართველოს ღვინის ექსპორტი, 2022 წელს ჯამურად 20%-დან 40%-მდე შემცირდება, რუსეთში იმპორტი კი – 30%-დან 50%-მდე, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინაში და რა წნეხი ექნება სანქციებს რუსეთის ეკონომიკაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები