LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომიკრონს“ ახასიათებს ისეთივე მიმდინარეობა, როგორც გაციებას, ხოლო „დელტა“ შეიძლება უფრო მეტად გრიპს შევადაროთ: ივანე ჩხაიძე

9508
ivanechxaidze

“ომიკრონს“ ახასიათებს ისეთივე მიმდინარეობა, როგორც გაციებას, ხოლო „დელტა“ შეიძლება უფრო მეტად გრიპს შევადაროთ”,-ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.

ჩხაიძემ ორი შტამის განმასხვავებელ სიმპტომებზე ილაპარაკა.

„არ მგონია, რომ ვინმეს შეეძლოს კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით ზუსტი განსხვავება, ეს არის „ომიკრონი“ თუ „დელტა“. ერთი განსხვავება, რაც შეიძლება იყოს გამოსადეგი, ეს არის დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე. „ომიკრონს“ ახასიათებს ისეთივე მიმდინარეობა, როგორც გაციებას, ხოლო „დელტა“ შეიძლება უფრო მეტად გრიპს შევადაროთ. გრიპის დროს დამახასიათებელია თავის ძლიერი ტკივილი, კუნთების ტკივილი, ძალიან მაღალი ტემპერატურა. „ომიკრონის“ შემთხვევაში ტემპერატურა არაა მაღალი, არ ახასიათებს თავის ან კუნთების ძლიერი ტკივილი, ტიპურია ცხვირიდან გამონადენი, ცხვირის გაჭედილობა, წელის ტკივილი, ღამის ოფლიანობა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის დადასტურების რეკორდული მაჩვენებელი – 11 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი. 5 199 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები