LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ომიკრონმა” შესაძლოა, ევროპაში პანდემია დაასრულოს: ჰანს კლუგე

247
1

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში პანდემიის შესაძლო დასასრულზე საუბრობენ.

ჯანმოს ევროპის რეგიონის ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ გუშინ განაცხადა, რომ “ომიკრონის” შტამმა კოვიდპანდემია ახალ ფაზაში გადაიყვანა და ამით, შესაძლოა ევროპაში ის დასრულდეს.

“სავარაუდოა, რომ რეგიონი ერთგვარი პანდემიის დასასრულისკენ მიდის”, – განაცხადა კლუგემ და აღნიშნა, რომ “ომიკრონმა” მარტისთვის შეიძლება ევროპელების 60 % დააინფიციროს.

“გლობალური იმუნიტეტი გაგრძელდება რამდენიმე კვირა ან თვე, ეს იქნება ვაქცინებისა და იმუნიტეტის დამსახურება.

ჩვენ მოველით, რომ იქნება სიმშვიდის პერიოდი, სანამ კოვიდ-19 წლის ბოლომდე დაბრუნდება, მაგრამ მაგრამ ეს არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ პანდემია დაბრუნდება”, – თქვა კლუგემ.

გასულ კვირას ასევე ოპტიმისტური იყო ამერიკელი წამყვანი მეცნიერის, ენტონი ფაუჩის პროგნოზიც – კოვიდშემთხვევების შემცირების ფონზე მან აღნიშნა, რომ “ვითარება კარგად გამოიყურება”.