„ომიკრონისთვის“ დამახასიათებელია 2-3 დღიანი მაღალი ცხელება, რომელიც თავიდან ძნელად ემორჩილება სიცხის დამწევს, – ამის შესახებ ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა განაცხადა.
„თუმცა, თუ ვმართავთ ისევე, როგორც სხვა ვირუსულ ინფექციებს – სითხეებით დატვირთვა, სიცხის დამწევის დროული მიცემა, 2-3 დღეში მდგომარეობა სტაბილურდება. აღარ არის ისე, როგორც ხდებოდა „დელტას“ შემთხვევაში, რომელიც უფრი მეტად რთულდებოდა სასუნთქი სისტემის მხრივ“, – აღნიშნა რეხვიაშვილმა.