LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ომიკრონი” საქართველოს მოუახლოვდა: ლევან გოფოძე

174
ლევან გოფოძე3

ლუგარის ლაბორატორია 10 საეჭვო შემთხვევას იკვლევს, რომელიც შესაძლებელია კორონავირუსის ახალი “ომიკრონ” შტამი იყოს.

პროფესორ ლევან გოფოძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველადი მონაცემებით ფილტვის ქსოვილს არ აზიანებს, თუმცა “დელტა” ვარიანტზე სამჯერ უფრო სწარაფად ვრცელდება.

“საქართველოს მოუახლოვდა “ომიკრონის” შტამი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა. მიუხედავად იმისა, რომ არ არის მძიმედ მიმდინარე შტამი და ნაკლებად აზიანებს ფილტვის ქსოვილს, არავინ არ იცის როგორ მოიქცევა ვირუსი, ამიტომ ყველა ის ღონისძიება, რომელსაც მიმართავენ განვითარებული ქვეყნები შტამის გავრცელების საწინააღმდეგოდ, მიმაჩნია, რომ სრულიად ადეკვატურია,”- განაცხადა ლევან გოფოძემ.

“ომირკონი” 70-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ 10-ჯერ ნელა იზრდება ფილტვის ქსოვილში, რაც შესაძლოა, დაავადების დაბალი სიმძიმის მაჩვენებელი იყოს

ამის შესახებ, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ მორიგ კვლევაზე წერს.