LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ომიკრონის” შესაჩერებლად ორი მიმართულებით არის სამუშაო” – რა გეგმაზე საუბრობს კალოიანი

2513
ვახტანგ კალოიანი

“ევროპული საქართველოს” წევრი, ექიმი ვახტანგ კალოიანი კორონავირუსის ახალი შტამის “ომიკრონის” გავრცელებას ეხმიანება.

როგორც კალოიანი აცხადებს, “ომიკრონის” გავრცელების შესაჩერებლად, სამუშაოები ორი მიმართულებით უნდა განხორციელდეს.

“ომიკრონის მთავარი მახასიათებელი არის სწრაფი გავრცელება, ორი მიმართულებით არის სამუშაო: ერთი სამედიცინო სისტემა, რომელშიც ძირითადი დატვირთვა მოვა პირველად ჯანდაცვაზე და ის უნდა იყოს მზად ძალიან მაღალი დატვირთვებისთვის და მეორე – მაქსიმალურად უნდა ვცადოთ, რომ საზოგადოებაში ნიღბების ტარება, დაახლოებით, 90% მდე გავზარდოთ.

ეს მოგვცემს საშუალებას, მასობრივი ინფიცირება შედარებით ნაკლები დანაკარგით გავიაროთ”, – განაცხადა კალოიანმა.

შეგახსენებთ, საქართველოში “ომიკრონით” ინფიცირების ორი შემთხვევა გამოვლინდა

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ორივე ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა და მათ აშშ-სა და დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვთ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები