LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომიკრონის“ შემთხვევაში რეინფიცირების რისკი უფრო მაღალია, ამიტომაა მნიშვნელოვანი სიფრთხილე: თამარ გაბუნია

98
თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „პირველი არხის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ „ომიკრონის“ შემთხვევაში რეინფიცირების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე წინა შტამების შემთხვევაში იყო, რაც ქმნის იმ რისკებს, რის წინაშეც დღეს ვდგავართ.

პაატა იმნაძე: თბილისში, კორონავირუსის შემთხვევების 80% „ომიკრონია“

მისი განცხადებით, „ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილე, რომ რეინფიცირებამ და არავაქცინირებული მოსახლეობის დაავადებამ სექტორის გადატვირთვა არ გამოიწვიოს“.

მისი თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი ძალიან დაბალია, რაც ვირუსის გავრცელების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.

„მიმდინარე პერიოდში, ახლა მაინც, როდესაც ვხედავთ, რამდენად მაღალია შემთხვევების რაოდენობა, პირბადის გამოყენება არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველაზე მარტივი საშუალება, რაც რეალურად მაღალეფექტურია და არავინ კითხვის ნიშანს არ სვამს იმაზე, პირბადე დაგვიცავს, თუ არ დაგვიცავს. რა თქმა უნდა, დაგვიცავს და ამდენად, ახლა მაინც უნდა გამოვიყენოთ ყველა გზა, რათა ამ ნაწილში გავაუმჯობესოთ საკუთარი პასუხისმგებლობაც და კონტროლიც“, – განაცხადა გაბუნიამ.

პაატა იმნაძე – შესაძლოა, „ომიკრონმა“ დაასრულოს პანდემია, მაგრამ სამწუხაროდ, შეიძლება, ახალი შტამი კიდევ გამოჩნდეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები