LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ომიკრონის” გამო კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია – იქმნება ადგილების პრობლემა

302
248471810-0-389-2900-2028-600x0-80-0-0-685634084778f2ae30eaa85406a37f1e

კოვიდკლინიკების უმრავლესობაში მიმართვიანობა გაზრდილია.

ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, საბედნიეროდ, ჯერჯერობით ადგილები არის.

“იმედია, ისეთი სიტუაცია არ გვექნება, როგორც დელტა შტამის დროს,” – აღნიშნა ინფექციონისტმა.

მისი თქმით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული სიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა, რაზედაც ბოლო დღეების მაჩვენებლები მიუთითებს.

“ვიცით, რომ სამწუხაროდ, „ომიკრონს“ აქვს უფრო რეინფექციის გაზრდილი უნარი და ამის შემთხვევები საქართველოშიც ფიქსირდება, თუმცა ჩემი ინფორმაციით, რეინფექციის შემთხვევების უმრავლესობა მიმდინარეობს შედარებით უფრო მსუბუქად.” – აღნიშნა გოგინავამ

კლინიკებში მიმართვიანობის მზარდ რაოდენობაზე საუბრობს ჩაფიძის კლინიკის კოვიდგანყოფილების ხელმძღვანელი ლელა კოპალეიშვილი.

“„ომიკრონის“ საკმაოდ მაღალი გადამდებლობის გამო, საკმაოდ მოიმატა პაციენტების რიცხვმა, მით უმეტეს ჰოსპიტალიზებული პაციენტების რიცხვმა და ადგილების პრობლემაც კი შეიქმნა” – აცხადებს კოპალეიშვილი

„მიუხედავად იმისა, რომ თვითონ „ომიკრონი“ შედარებით დაბალი გართულებების რისკით ხასიათდება, ვინაიდან რაოდენობა „ომიკრონით“ დაავადებული პაციენტების არის საკმაოდ დიდი, შესაბამისად გართულებული პაციენტებიც ბევრია, იმიტომ რომ ქრონიკული პაციენტები, რომელთაც აქვთ „ომირკონი“, მძიმდებიან და საჭიროებენ ინტენსიურ თერაპიაში მოთავსებასაც კი“, – აღნიშნა კოპალეიშვილმა.