LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომიკრონის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში იმუნიტეტი საიმედოა: თენგიზ ცერცვაძე

1087
ცერცვაძე

„ომიკრონის გადატანიდან 60 დღის განმავლობაში იმუნიტეტი საიმედოა“,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, არავინ იცის „ომიკრონ“ შტამი რამდენ ხანს ტოვებს იმუნიტეტს, თუმცა კომპეტენტურმა ორგანოებმა თქვეს, რომ აღნიშნული პერიოდი საიმედოა.

„კონკრეტულად ომიკრონი რამდენ ხანს ტოვებს იმუნიტეტს ზუსტად არავინ იცის, ისევე, როგორც არავინ იცოდა ეს სხვა შტამებზე. თუ რეგულაციებით ვიხელმძღვანელებთ, კომპეტენტურმა ორგანოებმა ჩათვალეს, რომ გადატანიდან 60 დღის განმავლობაში იმუნიტეტი საიმედოა, შემდეგ შეიძლება, არ იყოს ისეთი საიმედო. თუმცა ვარაუდობენ, რომ იმუნიტეტი მაინც რჩება 6 თვე, ზოგიერთ პაციენტთან კი მეტიც“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები