LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ომიკრონი” სავარაუდოდ, უკვე საქართველოშია – გიორგი კამკამიძე

7408
Untitled design - 2021-12-13T122453.073

კორონავირუსის ახალი შტამი, “ომიკრონი“, შესაძლოა, უკვე საქართველოშიც იყოს – ამის შესახებ კლინიკა “ნეოლაბის” დირექტორმა გიორგი კამკამიძემ „მთავარის“ პრესკლუბში ისაუბრა.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე საეჭვო შემთხვევაზე ღრმა კვლევები უკვე მიმდინარეობს.

“ახალი ვარიანტების საფრთხის ფონზე, უნდა ვივარაუდოთ, რომ დეკემბერი და იანვარი იქნება კვლავ მძიმე თვეები, ახალი შემთხვევების და სიკვდილიანობის მაჩვენებლის თვალსაზრისით. რასაკვირველია, საეჭვო შემთხვევები უკვე არის, რომელთა გადამოწმება მიმდინარეობს, ღრმა გამოკვლევები ცოტა დროს საჭიროებს.

ჯერჯერობით, ოფიციალურად, საქართველოში აღებული სინჯებიდან, არ არის დადასტურებული “ომიკრონის” არსებობა, თუმცა, სავარაუდოდ, ის უკვე საქართველოშია.

სპეციალისტი ამბობს რომ გადამოწმების და ღრმა კვლევის გარეშე ახალი შტამის დადასტურება არ ხდება, თუმცა მისივე განმარტებით “ომიკრონის” გავრცელება ქვეყანაში გარდაუვალია:

„ამის გავრცელებას წინ ვერ აღვუდგებით დღეს თუ ხვალ იქნება, ომიკრონი საქართველოში სავარაუდოდ არის, იქნება თუ არა ის უფრო ძლიერი და დომინანტი, ვიდრე „დელტა“ ეს ჯერ არ ვიცით, „ომიკრონი“ საქართველოში სავარაუდოდ არის, საუბარია 1 დან 2% – მდე კვლევაზე, გარდა იმის, რომ მიზანმიმართულად უნდა მოხდეს გადამოწმება სინჯების, ასევე უნდა მოხდეს ღრმა მეთოდებით, მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი ამ ახალი ვარიანტის დადასტურება პირველ ეტაპზე, ჯერ -ჯერობით არ არის იმის ნიშნები, რომ ეს დაიკავებს დომინინატურ გავრცელებას ან იქნება უფრო მძიმე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაქცინა მაინც იცავს,“ -განაცხადა კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

შეგახსენებთ, „ომიკრონი“ გასულ კვირას რუსეთში დაფიქსირდა.

ცნობისთვის, საქართველოშორონავირუსის 1 527 შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსს კიდევ 46 ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები