LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომია, თბილისის ქუჩებშიც, ომია, ნულოვანი ტოლერანტობა ყველას, ვინც მზად არის საკუთარ ვნებებს სხვისი სიცოცხლე გადააყოლოს – დოლიძე შარტავას ქუჩაზე მომხდარს ეხმიანება

364
Untitled design (8)

პარტია “ხალხისთვის” ლიდერი ანა დოლიძე ეხმიანება შარტავას ქუჩაზე გუშინ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რა დროსაც 8 წლის მოზარდი მძიმედ დაშავდა. 

სულ ამ ადგილას იდგა და ელოდებოდა ხოლმე ჩემი ტკბილი ბიჭი, ღმერთო მიცოცხლე, მეტს არაფერს აღარ გთხოვ: რას წერს ავარიისას დაშავებული მოზარდის დედა

როგორც დოლიძე წერს, ამ შემთხვევის თავიდან აცილება კარგი კანონებით და წესრიგით შეიძლებოდა.

მისივე თქმით, ნულოვანი ტოლერანტობა უნდა იყოს ყველას მიმართ, ვინც მზად არის, საკუთარ ვნებებს სხვისი სიცოცხლე გადააყოლოს:

“შარტავას ქუჩის ამბავი: არ არის კანონი, არ არის, არანაირი წესი, არ არის ადამიანობა და ელემენტარული პასუხისმგებლობა.

უპასუხისმგებლო ხალხი დათარეშობს ქუჩებში და ამას უდანაშაულო ბავშვებს ვწირავთ. ომია, თბილისის ქუჩებშიც ომია.

კარგი კანონებით და წესრიგით შეიძლებოდა ამის თავიდან არიდება. ნულოვანი ტოლერანტობა ყველას ვინც საკუთარ ვნებებს მზად არის სხვისი სიცოცხლე გადააყოლოს. მკაცრი საგზაო კანონმდებლობა და მკაცრი აღსრულება”, – წერს დოლიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, შარტავას ქუჩაზე ავტომობილი 8 წლის ბავშვს გუშინ დაეჯახა. მოზარდს 8 საათის განმავლობაში 5 ოპერაცია ჩაუტარდა.

მძღოლი გუშინ დააკავეს, დღეს კი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მთავარია ბავშვი გადარჩეს, ჩემ თავზე არ ვფიქრობ, დამნაშავე ვარ, პატიმრობა მეკუთვნის: შარტავას ქუჩაზე ავარიის საქმეზე ბრალდებული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები