LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომი შეიძლება ჩვენს რეგიონს გასცდეს და ფართო მასშტაბები მიიღოს: ნიკოლ ფაშინიანი

240
120284158-792302758228949-7802997501817861713-n

“ჩვენ სამხრეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე ვდგავართ, რასაც შეიძლება ყველა არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს”- ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ვიდეომიმართვაში გააკეთა.

ფაშინიანი ეუთო-ს მინსკის ჯგუფს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს ფოკუსირებული იყოს ყარაბაღში არსებული სიტუაციის სერიოზულობაზე.

კავკასიიდან შემაშფოთებელი ამბები მოდის, ვლოცულობ მშვიდობისთვის: რომის პაპი

“ომი შეიძლება ჩვენს რეგიონს გასცდეს და უფრო ფართო მასშტაბები მიიღოს. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რათა არ დაუშვას თურქეთის კონფლიქტში ჩართვა“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

დღეს, 27 სექტემბერს სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე სამხედრო შეტაკებები განაახლეს.მხარეები სამხედრო შეტაკებებისა და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. პარალელურად, სომხეთის პრემიერმინისტრმა ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადა. 

3 მიზეზი, რატომ განახლდა სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი და როდის აღმოჩნდება საქართველო მასში ჩართული

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები