LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომი გამოგვიცხადეს უკვე, პირდაპირ პროვოკაციას გვიწყობენ“ – „ბორჯომის“ ქარხანასთან დაძაბული ვითარებაა

182
BeFunky-collage (7)

დღეს „ბორჯომის“ პირველ ჩამომსხმელ ქარხანასთან გაფიცული თანამშრომლების აქცია დაპირისპირების ფონზე გაგრძელდა.

აქციის მონაწილეებმა ქარხნის ერთ-ერთი შესასვლელი გადაკეტეს და კომპანიის მიკროავტობუსს გამოსვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

თუმცა ადგილზე მობილიზებული პოლიციის თანამშრომლები ჩაერთვნენ და ძალის გამოყენებით მიკროავტობუსს გზა გაუთავისუფლეს.

კიდევ ერთი დაპირისპირება ბორჯომის ქარხანასთან მაშინ მოხდა, როცა პოლიციამ თავისი ავტომობილით ქარხნის ტერიტორიაზე მუშების შეყვანა სცადა, რა დროსაც მათ პროტესტის მონაწილეები გადაუდგნენ.

“ომი გამოგვიცხადეს უკვე, პირდაპირ პროვოკაციას გვიწყობენ უკვე, ვითხოვთ რეაგირებას გენერალური ინსპექციისგან“, – ამბობს აქციის ერთ-ერთ მონაწილე.

უკვე რამდენიმე კვირაა ასობით კომპანია “ბორჯომის” 100-მდე თანამშრომელი კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას, სამსახურიდან უკანონოდ გაშვებული 50 თანამშრომლის აღდგენას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვს, თუმცა რუსი ოლიგარქი დათმობაზე არ მიდის და კომპანიაში რუსეთიდან შემოყვანილ მოქალაქეებს ასაქმებს.

მთავრობა „ბორჯომის“ აქციონერი გახდება, არცერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება – პრემიერი

პირველ რიგში ირიცხება იმ თანამშრომლების ანაზღაურება, ვინც ამ ეტაპზე წარმოების პროცესშია ჩართული – IDS ბორჯომი საქართველო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები