ლეგენდარული ბრიტანელი მწერალი, ჯოან როულინგი უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება. „ჰარი პოტერის“ ავტორი ტვიტერზე პოსტს აქვეყნებს, სადაც უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაცია „ლუმოსი“ მზადაა უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად.
„ომი ანადგურებს ბავშვობას, ანგრევს ოჯახებს, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ 100 ათას უკრაინელ ბავშვს“,- წერს როულინგი.
ცნობისთვის, „ლუმოსი“ გახლავთ საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც თავად როულინგმა დააფუძნა და ის მსოფლიოს მასშტაბით ბავშვთა დახმარებას ისახავს მიზნად.
ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი უკრაინელი დევნილებისთვის საქველმოქმედო ფონდს ქმნიან
ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი უკრაინელი დევნილებისთვის საქველმოქმედო ფონდს ქმნიან