LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომეგა მოტორში Rolls Royce-ის შოურუმის გახსნა იგეგმება

251

კომპანია ”ომეგა მოტორსი” არსებულ ცენტრში Rolls Royce-ის შოურუმის გახნასაც აპირებს.

როგორც ”ფორტუნას” “ომეგა მოტორსიდან” აცნობეს, ჯერჯერობით, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის. თუმცა, რადგან კომპანია Rolls Royce-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, იგეგმება რომ ამ ბრენდის შოურუმიც მოეწყოს.

იგეგმება არსებული შოურიმის რეკონსტუქცია, სადაც მომავალში Rolls Royce, BMW და MINI-ც ახლებურად იქნება წარმოდგენილი.

“ჯერჯერობით არ ვხსნით ამ ცენტრს, თუმცა სამომავლო გეგმებში არის ასეთი იდეა. Rolls Royce BMW ჯგუფის წევრია. ჩვენ მისი ოფიციალური წარმომადგენელი ისედაც ვართ, უბრალოდ შოურუმის გახსნაზეა საუბარი. თუმცა, ჯერჯერობით რაიმე თარიღი და ზუსტი ინფორმაცია არ გვაქვს. სერვისს ვაწარმოებთ ისედაც. ჩვენ ამ კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლები ვართ საქართველოში. ეს უკვე გადაწყვეტილია. BMW და MINI უკვე არის წარმოდგენილი ცენტრში და იქნება მომავალში”, – განუცხადეს ”ფორტუნას” “ომეგა მოტორსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ამ დროისთვის “ომეგა მოტორსი”ს ცენტში Rolls Royce-ის ავტომობილები წარმოდგენილი არ არის. ისინი მხოლოდ  Rolls Royce -ების სერვისს აწარმოებენ.

როლს როისი (Rolls-Royce) ლეგენდარული ავტომობილების ბრენდია, რომელიც ასოცირდება სიმდიდრესთან და კომფორტთან. როლს როისის კომპანიას თავისი მრავალწლიანი არსებობის მანძილზე გამოშვებული აქვს 20–მდე მოდელი, რითაც საგრძნობლად განსხვავდება სხვა ავტომობილების ბრენდებისგან.

ის ფაქტი, რომ ახალი მოდელები იშვიათად გამოდის, კომპანიას საშუალებას აძლევს ყველა მათგანი სრულყოფილებამდე მიიყვანოს და თავისი დროის ლეგენდად აქციოს.

ამ ბრენდის ისტორია 1904 წელს დაიწყო. პირველი ავტომობილი ბაზარზე კომპანიის შექმნიდან 1 წელში 1905 წელს გამოვიდა.

2003 წლის 1 იანვრიდან სავაჭრო მარკა Rolls-Royce (Rolls-Royce)მთლიანად ბრენდ BMW –ს მფლობელობაში გადავიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები