„ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლები ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. გადაწყვეტილება, „ომეგა ჯგუფის“ ხელმძღვანელებმა, ფინანსთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე მიიღეს. მათი გადაწყვეტილებით, შეიქმნა ხუთკაციანი სამუშაო ჯგუფი, რომლებიც მინისტრთან შესახვედრად მზად არის.
კომპანია „ოჯითის“ წარმომადგენელი, ნიკოლოზ ასანიძე, აცხადებს, რომ „ომეგა ჯგუფი“ მზად არის, დავალიანების დასაფარად.
მისივე თქმით, უნდა გაიწეროს სამოქმედო გეგმა, რათა „ომეგა ჯგუფის“ 1500-მდე თანამშრომელმა, მუშაობა განაახლოს.
“დღეს გაიმართა მშვიდობიანი, უწყინარი აქცია. გამოვიდნენ ჩვენი კომპანიის „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლები, რომლებიც უკვე სამი თვეა ჰაერში არიან დარჩენილები, მათ არ აქვთ საშუალება იარონ და იმუშაონ. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩატარდა აქცია. აქციაზე გადავწყვიტეთ, რომ შექმნილიყო მუშა ჯგუფი ხუთკაციანი შემადგენლობით. ვითხოვთ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას. რომ მოხდეს შეხვედრა, რათა გაეცეს აქციზური მარკა წარმოებას, წარმოებამ დაიწყოს სრულყოფილი მუშაობა. ხალხი რომელიც სამი თვე უმუშევრად არის დარჩენილი, დაიწყოს მუშაობა,” – განაცხადა ნიკოლოზ ასანიძემ.