LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენობის კანდიდატი – სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მისი გადადგომის მოთხოვნით თითქმის ყველა აქციაზე ვიყავი, როცა მისი უფლებების დაცვის საკითხი დადგა, დავიცავი

97
Untitled design (6)

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველობის კანდიდატებს უსმენენ.

„მე არასდროს დავიღლები დიალოგისგან, სახალხო დამცველს არ აქვს უფლება შეიკეტოს თავის ოთახში ან ვიღაცას გაებუტოს“ – რა სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა ანა აბაშიძემ მისი ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში

ამ წუთებში დეპუტატების კითხვებს ომბუდსმენობის ერთ-ერთი კანდიდატი, გიორგი ბურჯანაძე ჰპასუხობს.

უმრავლესობის დეპუტატის, გივი მიქანაძის შეკითხვაზე – ეთანხმება თუ არა ბურჯანაძე, რომ სახალხო დამცველი ნებისმიერი ადამიანის უფლებებს უნდა იცავდეს და უნდა არსებობდეს თუ არა გარკვეული შერჩევითობის პრინციპი, ომბუდსმენობის კანდიდატმა მაგალითად მიხეილ სააკაშვილი მოიყვანა:

„მე ვარ ადამიანი, რომელიც, როცა მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში იყო, თითქმის, ყველა საპროტესტო აქციაზე ვიყავი მისი გადადგომის მოთხოვნით, მაგრამ როცა მისი უფლებების დაცვის საკითხი დადგა, რა თქმა უნდა, მისი უფლებები დავიცავი.

ასევე, საკმაოდ კრიტიკული იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე წინა სახალხო დამცველის, წინა სახალხო დამცველის აპარატის და ზოგადად, ადამიანის უფლებების დამცველების მიმართ, განსაკუთრებით, მაშინ, როცა ფარული მიყურადების მომწესრიგებელ კანონმდებლობას ვიცავდით, მაგრამ როცა მისი შესაძლო უფლებების დარღვევას ჰქონდა ადგილი, ბუნებრივია, რეაგირება განვახორციელეთ“, – აღნიშნა გიორგი ბურჯანაძემ.

მათიკაშვილი აბაშიძეს: თქვენ და ხვიჩა კვარაცხელიას რომ რაიმე უთანხმოება გქონოდათ, მისი „ნაპოლიში“ გადასვლა ასევე გაგიხარდებოდათ?

ანა აბაშიძე: სააკაშვილმა მერვე კლასელ პატარა ბიჭს „ხულიგანი“ ეძახა – დიახ, მას ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევებზე პასუხისმგებლად მივიჩნევ