LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენობის კანდიდატი: ბევრი ოლიგარქი არაა ცუდი, ქვეყანაში უნდა გვყავდეს მდიდარი ხალხი

76
BeFunky-collage (1)

სახალხო დამცველობის კანდიდატი მაკა მინდიაშვილი აცხადებს, რომ ბევრი ოლიგარქი ქვეყნისთვის არ არის ცუდი.

ამის შესახებ მინდიაშვილმა პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.

ომბუდსმენობის კანდიდატი: „ნებისმიერი მოქალაქის უფლებას დავიცავ, ოღონდ, ერთი პირობით – „პრაიდის“ მომხრე არ ვარ“

“ბევრი ოლიგარქი არ არის ცუდი ქვეყნისთვის. ქვეყანაში უნდა გვყავდეს მდიდარი ხალხი, რა თქმა უნდა, რომ ეს ქვეყანას წაადგეს. მე რისი წინააღმდეგი ვარ იცით, პოლიტიკას არ უნდა გააკარო ოლიგარქი. იმიტომ რომ ის მენტალურად არის ვაჭარი. ის არის მხოლოდ ფულზე ორიენტირებული… ბიზნესმენი არ უნდა იყოს პოლიტიკაში, თორემ ჩემთვის ოლიგარქი არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს,” – აღნიშნა მაკა მინდიაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები