LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენის შეფასებით, ვახტანგ შაქარიშვილის გამონათქვამი სექსისტური შინაარსისაა

89

სახალხო დამცველის შეფასებით, თბილისის საკრებულოს წევრის, ვახტანგ შაქარიშვილის, გამონათქვამი სექსისტური შინაარსისაა და ქალთა კონკრეტულ მდგომარეობას დამამცირებელ კონტექსტში მოიაზრებს.

ამის შესახებ საუბარია სახალხო დამცველის განცხადებაში, სადაც ასევე  აღნიშნულია, რომ  “პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე პირებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ და ხელი შეუწყონ თანასწორობის პრინციპის დაცვას”.

„საქართველოს სახალხო დამცველი კრიტიკულად აფასებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, ვახტანგ შაქარიშვილის, რეპლიკას – „რა არის ეს?  ბოზი ქალებივით ყვირიხართ“, რომლითაც მან საჯარო განხილვაში მონაწილე პირებს მიმართა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული გამონათქვამი სექსისტური შინაარსისაა და ქალთა კონკრეტულ მდგომარეობას დამამცირებელ კონტექსტში მოიაზრებს.

“სახალხო დამცველის განცხადებით, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე პირებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ, ხელი შეუწყონ თანასწორობის პრინციპის დაცვას. მათი მხრიდან გამოთქმული სექსისტური თუ სხვა სახის დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი გამონათქვამების გამოყენებას შესაძლოა, დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეს ქვეყანაში თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესზე.

“მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც, რომ საქართველოში ქალთა თანასწორუფლებიანობა და ქალთა თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, ხოლო საზოგადოებაში ღრმად არის გამჯდარი სტერეოტიპები, რომელიც, ცალკეულ შემთხვევებში, ქალს დამამცირებელ მდგომარეობაში წარმოაჩენს.

“სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულ პირთა მიერ სექსისტური და დისკრიმინაციული ხასიათის გამონათქვამები აკნინებს საზოგადოებრივ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას და ხელს უშლის გენდერული თანასწორობის მიღწევას,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ვახტანგ შაქარიშვილს, მომავალში თავი შეიკავოს სექსისტური შინაარსის გამონათქვამებისგან და მისი საქმიანობის განხორციელებისას დაიცვას თანასწორობის პრინციპი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები