LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს უზრუნველყოს კინოჩვენებაზე დამსწრეთა უსაფრთხოება

157
898-1-700x336-800x500-c

ომბუდსმენი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს პრევენციული ღონისძიებები გატაროს “ქართული მარშის” მიერ ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების ჩაშლასთან დაკავშირებით.

ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა უწყებამ, როგორც ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა, ასევე კინოჩვენებაზე დამსწრე საზოგადოების უსაფრთხოება უზრუნველყოს.

“შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონი აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის დაუშვებელია შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების ბლოკირება. შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ შეკრების ორგანიზებისა და ჩატარების კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევისგან, მათ შორის არ მოახდინონ კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირება. აღნიშნული ვალდებულებების დარღვევისთვის, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა,”- აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი ასევე განმარტავს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით დაცულია მხოლოდ მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობა და არა იმგვარი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას. 

შევალთ საოპერატოროში, ვთიშავთ ფილმს — ვასაძე ფილმის And Then We Danced-ის სეანსის ჩაშლას გეგმავს

მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ პარასკევს 16 საათზე ვერის ბაღში შეიკრიბებიან, დაიყოფიან ხუთ ჯგუფად და დაიძრებიან კინოთეატრებისკენ

ცნობისთვის, ლევან ვასაძე ფილმის And Then We Danced-ის სეანსის ჩაშლას გეგმავს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ პარასკევს 16 საათზე ვერის ბაღში შეიკრიბებიან, დაიყოფიან ხუთ ჯგუფად და დაიძრებიან კინოთეატრებისკენ:

“ჩვენ შევალთ კინოთეატრებში და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას,”-აცხადებს ლევან ვასაძე.

ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში 8-დან 10 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები