LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომბუდმსმენი თალაკვაძეს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს

54

“საქართველოს ხმის” დამფუძნებლის, გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას თაობაზე, შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებებს სახალხო დამცველი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად აფასებს, ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

მისი თქმით, უდანაშაულობის პრეფუმფცია არა მხოლოდ ამ კონკრეტულ საქმეზე, არამედ უამრავ სხვა საქმეზეც ირღვევა.

“ჩემი აზრით, სახეზეა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა და არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, კიდევ ძალიან ბევრ საქმეში. ასეთ შემთხვევაში არანაირი სანქცია არ არსებობს”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

მისი თქმით, მინისტრმა ან მოადგილემ მსგავსი განცხადებები არ უნდა გააკეთოს.

გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას ადვოკატები მიმდინარე კვირას სასამართლოში არჩილ თალაკვაძის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელის შეტანას აპირებენ.
საუბარია თალაკვაძის მიერ გაკეთებულ სატელევიზიო განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ ბიძინა კუჭავა, რომელმაც თავი მოიკლა, პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები