LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“OMB BMC” სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიას გახსნის

386

კომპანია “OMB BMC” სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზიას გახსნის. ეს კომპანიის რიგით პირველი მაღაზია, რომელიც ხუდადოვის ქუჩაზე ნოემბრის ბოლოს გაიხსნება. გარდა იმისა, რომ მომხმარებელი “ომბ ბიემსის” მაღაზიაში  სარემონტო და სამშენებლო მასალებს შეიძენს, მათ აქვე გაუწევენ საჭირო მომსახურებას სამშენებლო-სარემონტო კუთხით.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა ოთარ ბარნაძემ განუცხადა, მაღაზიაში 5 ადამიანი დასაქმდება.  აქ წარმოდგენილი პროდუქცია კი ძალიან მრავალფეროვანი იქნება. “OMB BMC”-ს სავაჭრო ობიექტში მომხმარებელი 5 ათასამდე დასახელების პროდუქტის ყიდვას შეძლებს.

”პროდუქცია არის უმაღლესი ხარისხის, მათ იმპორტს თურქეთიდან, ჩინეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან ვახორციელებთ. აქამდე პროდუქციას საწყობიდანვე ვყიდიდით, ნოემბრის ბოლოს კი უკვე საკუთარი მაღაზია გვექნება. ამასთან, საცალო კუთხით, ჩვენთან პროდუქციის ღირებულება 10 თეთრიდან იწყება”, – აღნიშნა ოთარ ბარნაძემ.

მისივე ინფორმაციით, “OMB BMC”-მ ლითონის სამშენებლო დგარის წარმოებაც დაიწყო.  პროდუქცია რეალიზაციაში უკვე გაეშვა. კომპანიის საამქროში თვიურად დაახლოებით 3-დან 5 ათასამდე დგარი იწარმოება.

”ჩვენი კომპანია არის პირველი, რომელმაც საქართველოში სამშენებლო დგარის წარმოება დაიწყო, აქამდე ამ პროდუქციის იმპორტი ხორციელდებოდა. ამასთან, “OMB BMC”-ს დგარი არის უმაღლესი ხარისხის, ძალიან მყარი და სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს”, – განმარტა კომპანიის დამფუძნებელმა და დასძინა, რომ  “OMB BMC” დაარსების დღიდან ზრუნავს საქართველოში სამშენებლო სფეროს განვითარებაზე.

”ჩვენ მიმართ თავიდანვე გამოაცხადა ნდობა არაერთმა სამშენებლო კომპანიამ,  როგორც ხარისხიანი პროდუქციის მიმწოდებლის მიმართ. ჩვენი გუნდი ყოველთვის ორიენტირებულია ნოვაციასა და სიახლეზე. ცდილობს, დანერგოს ახალი, თანამედროვე და ეფექტური საშუალებები სამშენებლო სფეროში და ყოველთვის განიხილავს და ითვალისწინებს დამკვეთისა ან/და მშენებლების მოთხოვნებს, რის გამოც არა მარტო ჩვენი პროდუქტი, არამედ მომსახურებაც მაქსიმალურად მოვარგეთ მომხმარებლებს”, – განუცხადა ”ფორტუნას” “OMB BMC”-ს დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, “OMB BMC” ბაზარზე 2014 წლიდანაა წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები