LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომარ ქაფიაშვილმა მეგობარს მისი ცოლის ზარებისა და მესიჯების ამონაწერი სთხოვა

125

ომარ ქაფიაშვილს ეჭვი ჰქონდა, რომ ცოლი ღალატობდა და ამიტომ ბავშვის ნათლიას სთხოვა, თუ შეძლებდა სადმე სატელეფონო ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ამონაწერის გაკეთებას. ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ომარ ქაფიაშვილის ძმამ განაცხადა.

მალხაზ ქაფიაშვილის თქმით, ძმისა და ძმიშვილის გარდაცვალების შესახებ მან თურქეთში ყოფნისას შეიტყო, ძმასთან კონტაქტი ბოლოს 19 დეკემბერს, 18:30 საათზე ჰქონდა. მალხაზ ქაფიაშვილს ძმამ ინტერნეტით მიწერა, თუმცა დაახლოებით 21:00 საათზე მის მიერ გაგზავნილი შეტყობინება ომარ ქაფიაშვილს აღარ მიუღია.

„20-ში საღამოს გავიგე მომხდარი. ინტერნეტში როდესაც შევედი, დამხვდა მონაწერი – ამ მესიჯს რომ წაიკითხავ, ჩემოდანი ჩაალაგე და სასწრაფოდ ჩამოდი, ომარი ავარიაში მოყვა, მძიმედაა და წამოდიო. თავიდან არ მითხრეს რა მოხდა, მოგვიანებით დაახლოებით 10 წუთში, როდესაც შევედი ისევ ინტერნეტში, ვნახე სტატია, რომ მაგდა პაპიძემ მოკლა ომარი და თორნიკე ქაფიაშვილი. საქართველოში 22 დეკემბერს ჩამოვედი. ჩემი ძმა და ძმისშვილი დახოცილები იყვნენ, ყოფილი რძალი კი დაჭერილი“, – განაცხადა მალხაზ ქაფიაშვილმა.

ამასთან, ქაფიაშვილი იხსენებს, რომ როდესაც სახლში მივიდა, პაპიძის დედა და და წიგნებს ეძებდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ კარადა გასაღებით იყო ჩაკეტილი.

„გავხსენი და აღმოვაჩინეთ ცელოფანი. ცელოფანი რომ შევამოწმე, აღმოვაჩინე ჩანაწერები სასიყვარულო ურთიერთობებზე, რომელიც მაგდას ეკუთვნოდა. არ ვიცოდი, რომ ჩემს ყოფილ რძალს ჰყავდა მეგობარი მამაკაცი. როდესაც გავიკითხე, მითხრეს მისი სახელი და გვარი. ის ადამიანი მეც მიცნობდა და ჩემს ძმასაც. რომ იძახის მაგდა, ომარი მიყვარდაო, თავიდანვე არ უყვარდა მას ომარი. რომ ყვარებოდა სხვა კაცთან არ დაიწყებდა სიარულს“, – განაცხადა მალხაზ ქაფიაშვილმა.