LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლივერ ვარჰეი: წინა კვირას ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრს შევხვდი და ეს იყო მესიჯი – თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს!

121
fot

წინა კვირას ბრიუსელში პრემიერ-მინისტრს [ღარიბაშვილს] შევხვდი და ეს იყო მესიჯი – თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს! – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩემი გრძნობა დღევანდელი საუბრიდან, ასევე წინა საუბრებიდან, მაგალითად დეკემბერში, არის ის, რომ ახლა [ევროკავშირის] საბჭოსი და წევრი სახელმწიფოების მხრიდან გულწრფელი ჩართულობაა. და გაფართოება არა მხოლოდ დღის წესრიგში დაბრუნდა, არამედ თემების ტოპ-სამეულში შედის, განხილვების ლიდერია. ასე რომ, დღეისთვის თუ ვინმეს ევროკავშირში შესვლა სურს, ახლა არის მომენტი და დაიჭირეთ ის, გამოიყენეთ შესაძლებლობა. გამიმართლა, რომ წინა კვირას ბრიუსელში პრემიერ-მინისტრს [ღარიბაშვილს] შევხვდი და ეს იყო მესიჯი – თქვენ იცით, რა არის საჭირო, ასე რომ, შეასრულეთ ეს! გააკეთეთ, ვინაიდან ეს უნიკალური შესაძლებლობაა, ყველამ მაქსიმალურად უნდა ისარგებლოს ამით. ჩვენ მზად ვართ დაგეხმაროთ ამ მიზნამდე მისვლაში, მაგრამ კრიტერიუმები ყველას მიერ უნდა იქნას დაკმაყოფილებული. ასე რომ, ჩემი რეკომენდაცია [საქართველოს] მთავრობისადმი არის ის, რომ ყველა მიმართულებით დააჩქარონ სამუშაო, რათა ოქტომბერში შესრულებული ანგარიში გვქონდეს საქართველოზე, უკრაინაზე, მოლდოვაზე. ჩვენ მზად ვართ, როდესაც საქმე გაკეთებული იქნება,” – განაცხადა ვარჰეიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები