LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოლივერ ვარჰეი საქართველოში ჩამოვიდა გზავნილით „თქვენ არაფერი გამოგისწორებიათ, კეთილი ინებეთ და ამას მიხედეთ“ – ლევან ალაფიშვილი

106
ლევან-ალაფიშვილი

„საბოლოო ჯამში ოლივერ ვარჰეი საქართველოში ჩამოვიდა გზავნილით „თქვენ არაფერი არ გამოგისწორებიათ მნიშვნელოვნად 12 პუნქტის მიმართულებით, კეთილი ინებეთ და ამას მიხედეთ“, – ასე შეაფასა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტი საქართველოში ანალიტიკოსმა ლევან ალაფიშვილმა.

როგორ მან „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ აღნიშნა, ოლივერ ვარჰეის საჯარო განცხადებები მოზომილია, თუმცა კულისებს მიღმა მისი შეფასებები უხერხულ სიტუაციას შეუქმნიდა, როგორც მმართველ გუნდს, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„საჯარო განცხადებები ყოველთვის მოზომილია ხოლმე, თუმცა დარწმუნებული ვარ კულისებს მიღმა იქნებოდა უხერხული გზავნილები და ამას მაფიქრებინებს პრემიერ მინისტრის საკმაოდ გაღიზიანებული ტონი. ვფიქრობ, კულისებს მიღმა საკმაოდ უხერხული საკითხების შეფასებების მოსმენა მოუწევდათ და მოუწევთ მმართველ პოლიტიკურ ძალას, თუმცა არამხოლოდ მათ,  ოპოზიციიდანაც, იმიტომ, რომ რეალურად კონსენსუსი და დიალოგი ცალმხრივი მოძრაობა არ არის. ევროპული კონსენსუსი სხვა რამეა – ეს პასუხისმგებლობის განაწილებაა“,- განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

რაც შეხება ზოგად ყველაზე მნიშვნელოვან გზავნილებს, რაზედაც ევროკომისარმა ვარჰეიმ გაამახვილა ყურადღება ალაფიშვილი აღნიშნავს, რომ რეკომენდაციები უცვლელია და ახალი არაფერი თქმულა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილები, რაც დღეს მოვისმინეთ ბატონი ვარჰეის მხრიდან არის ის, რომ ქართველი ხალხი და საქართველო არის ევროპა, მისი ადგილი არის ევროპაში, ევროპელები მოხარულნი იქნებიან, თუ კი საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო გაფორმდება, როგორც ევროპის ნაწილი და ქართველი ხალხი ყველაფერს გააკეთებს დემოკრატიული ტრანსფორმაციისთვის“, – განაცხადა ანალიტიკოსმა ლევან ალაფიშვილმა.

ამავე თემაზე:

„არსებობს ვიზიტის 2 ძირითადი მიზეზი“ – საქართველოს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სტუმრობს

დარწმუნებული ვარ, რომ 12-ვე რეკომენდაციაზე მუშაობას ძალიან მალე დავასრულებთ – პრემიერის მთავარი გზავნილები ევროკომისართან შეხვედრის შემდეგ

ჩვენ არ ვარჩევთ რომელია „კარგი“ ოლიგარქი და რომელი „ცუდი“ – ოლივერ ვარჰეი

ყველაფერი გვაქვს იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროპის ნაწილი – ოლივერ ვარჰეი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ

პაპუაშვილი – ერთადერთი, ვინც ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე სააკაშვილი და გვარამია ახსენა, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყო.. ვარჰეის მთავარი გზავნილია, რომ დღეს არ არის წუწუნის, კინკლაობის დრო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები