LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიმპიური თამაშების თანამგზავრული გამტარუნარიანობის სიმძლავრეზე რეკორდული მოთხოვნა დაფიქსირდა

74

გლობალური სატელიტური ოპერატორის SES-ის ინფორმაციით, 2016 წლის რიოს ოლიმპიური თამაშების დროს თანამგზავრულ გამტარუნარიანობაზე მოთხოვნა წინა თამაშების მოთხოვნას ბევრად აღემატება.

სატელიტურმა ოპერატორმა SES S.A.-მ (Euronext Paris და Luxembourg Stock Exchange: SESG) განაცხადა, რომ რიოს ოლიმპიური თამაშებისთვის თანამგზავრულ გამტარუნარიანობაზე რეკორდული მოთხოვნა ფიქსირდება წინა წლების თამაშებთან შედარებით.

SES-ის ოთხ თანამგზავრზე: NSS-806, SES-4, NSS-7 და SES-3 ჯამში 23,000 საათის ტრანსლაციისთვის საჭირო სიმძლავრე დაიჯავშნა ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის, ევრაზიისა და აფრიკის კონტინენტზე მდებარე მაუწყებლებისთვის ოლიმპიური თამაშების სიგნალის მიწოდების მიზნით.

SES-ი ემსახურება შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, შვეიცარიაში, იტალიაში, ბრაზილიასა და იაპონიაში რეგისტრირებულ 10 წამყვან მაუწყებელს, მათ შორის ევროვიზიას, CNN-ს და Turner and Nippon Television Network-ს.

“SES-ი 2000 წლიდან უზრუნველყოფს ოლიმპიური თამაშებისთვის გამტარუნარიანობის მიწოდებას. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც უფრო მეტი თანამგზავრითა და სიმძლავრით მიწოდება მსოფლიო აუდიტორიას სპორტული ღონისძიებებისა და ოლიმპიური თამაშების სიგნალი. ეს რეკორდული მოთხოვნა გვიჩვენებს, რომ მაუწყებლები თანამგზავრს კვლავაც განიხილავენ იდეალურ და ეკონომიურ გზად, მსოფლიოს მილიონობით მაყურებელს სპორტული მოვლენების ამსახველი საუკეთესო ხარისხის გამოსახულება მიაწოდონ” – განაცხადა SES-ის სერვისების განვითარების გენერალურმა მენეჯერმა რიჩარდ ლამბმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები