LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიმპიური კომიტეტის კამერის ჩამოვარდნამ ორი ადამიანი დააზიანა

95

რიოში პანორამული კამერის ჩამოვარდნამ 11 წლის გოგონა დააზიანა.
აპარატი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამაუწყებლო კომპანიას ეკუთვნის.

ინციდენტი საკალათბურთო არენის სიახლოვეს მოხდა. გვარლიზე დამაგრებული კამერა მოულოდნელად ჩამოვარდა. შედეგად ორმა ადამიანმა ტრავმა მიიღო: 11 წლის გოგონამ ფეხი დაიზიანა, ხოლო ქალბატონი კისრის სპეციალური ფიქსატორით საკაცით წაიყვანეს.

ჩამოვარდნის მიზეზი არ დაუდგენიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები