რობოტმა HUBO-მ, რომელიც კორეის მოწინავე ტექნოლოგიების ინსტიტუტის მიერ არის შექმნილი, სამხრეთ კორეის ქალაქ დაეგონში ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტაში მიიღო მონაწილეობა.
HUBO-მ ესტაფეტის ერთ-ერთი მონაწილისგან მიიღო ცეცხლი და მასთან ერთად ასი მეტრი მუყაოს კედლამდე გაიარა. პატარა ხერხის მეშვეობით, მან კედელში ხვრელი გამოჭრა და იქიდან ჩირაღდანი თავის შემქმნელს, პროფესორ ჩუნ-ჰო ოს გადასცა.
მეცნიერმა, თავის მხრივ, ოლიმპიური ცეცხლი მეორე რობოტს KAIST-ს გადააბარა. სხვათაშორის, HUBO პიონჩანგის 2018 წლის ოლიმპიადაზე მოხალისედ იმუშავებს.
ზამთრის ოლიმპიადა 2018 წლის 9-25 თებერვალს გაიმართება.