LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოლიმპიური აუზი“ ვიზიტორების მისაღებად მზადაა

556

16 ივნისს 20:00 საათზე დიღომში, ახალი თბილისის ტერიტორიაზე მდებარე „ოლიმპური აუზის“ 2016 წლის სეზონის გახსნა და საზეიმო საღამო გაიმართება.  როგორც ”ფორტუნას” საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან აცნობეს,  აუზი 2015 წელს თბილისში ჩატარებული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში აშენდა, შესაბამისად ის აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მომსახურეობას სთავაზობს, როგორც სპორტული ტურნირების ორგანიზების, ასევე დამსვენებელთა მიღების კუთხით.

მათივე ინფორმაციით , 2015 წელს აუზზე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში  ცურვის ტურნირი ჩატარდა, ამიერიდან კი აუზი სპორტსმენებთან ერთად ვიზიტორებსაც უმასპინძლებს.

უწყების ცნობით, საცურაო კომპლექსი აერთიანებს ორ ღია აუზს და ერთ დახურულ „საჭყუმპალაოს”  ბავშვებისთვის. ღია აუზის ზომებია – 50*25მ და 45*25მ.  საბავშვო დახურული აუზის ზომებია -12*3მ. აუზში წყლის  ტემპერატურა სტაბილურად 28 გრადუსია. კომპლექსის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს კაფე და  ღია ბარი. კომპლექსს აქვს რესურსი ერთდროულად უმასპინძლოს 400-მდე დამსვენებელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები