LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიმპიურ თამაშებს ახალი სახეობები დაემატა

137

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, აღმასკომის სხდომაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში 15 ახალი დისციპლინა შეიტანეს.

როგორც კომიტეტის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, მედლების კომპლექტი გათამაშდება 3×3 ფორმატის კალათბურთში, რომელშიც მსოფლიოს ჩემპიონატი 2012 წლიდან იმართება.

ოლიმპიურ პროგრამას ემატება რამდენიმე შერეული სახეობა: მიქსტი მაგიდის ჩოგბურთში, შერეული ესტაფეტა 4×400 მეტრი, შერეული შეჯიბრი მშვილდოსნობაში, შერეული ესტაფეტა ტრიატლონში…

2020 წელს, ოლიმპიური თამაშები ტოკიოში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები