LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიმპიადაზე ყინვა იქნება

21

ზამთრის ოლიმპიადის გახსნის დღეს მოსალოდნელია ძლიერი ყინვა.

ყინვა მინუს 14 გრადუსს მიაღწევს.

სინოპტიკოსთა პროგნოზით, 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის დღე 9 თებერვალი ერთ-ერთი ყველაზე ცივი იქნება.

სიტუაციას ისიც ართულებს, რომ სტადიონი, სადაც გახსნის ცერემონია უნდა გაიმართოს, გადახურული არ არის.

საორგანიზაციო კომიტეტი მთელ რიგ ღონისძიებებს გეგმავს, რათა მაყურებელი ყინვისგან დაიცვას. უკვე ცნობილია, რომ დაჩქარდება შემოწმების პროცედურები და ტრიბუნებზე მყოფ გულშემატკივრებს დაურიგდებათ გამათბობელი პაკეტები და პლედები.

აქამდე ოლიმპიადის გახსნის ყველაზე „ცივი” ცერემონია 1994 წელს ნორვეგიის ქალაქ ლილეჰამერში გაიმართა, როდესაც მინუს 11 გრადუსი ყინვა აღირიცხა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები