ბრაზილიაში ოლიმპიადის სიმბოლიკიანი კოკაინი იყიდება.
ნარკოდილერებმა ფულის შოვნის სუნი იგრძნეს.
გაყიდვების გაზრდის გამო საქმოსნებმა პლანეტის უდიადესი სპორტული ფორუმი გამოიყენეს და პროდუქციას რიო-2016-ის ლოგო მიაკრეს. ისე, მზრუნველად კი მიაწერეს: ”გამოიყენეთ ბავშვებისგან შორს”.
რიო-დე-ჟანეიროს პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის ოპერაციისას 93 პაკეტი კოკაინი ამოიღო, იუწყება Globo.
შეგახსენებთ, ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 5 აგვისტოს იღებს სტარტს.