ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები შესაძლოა ცარიელი ტრიბუნების ქვეშ ჩატარდეს. ამის შესახებ Daily Mail წერს.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მუდმივ კავშირზეა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. სოკ-ის ჩინოვნიკებმა ექიმებს კითხვა დაუსვეს, შეამცირებს თუ არა კორონავირუსით დაინფიცირების და დაავადების გავრცელების რისკს შეჯიბრებებზე გულშემატკივრების არდაშვება.
Daily Mail-ის წყარომ აღნიშნა, რომ ფანების არყოფნა ტელეკომპანიებთან უკვე ხელმოწერილი მრავალმილიონიანი კონტრაქტების საკითხში გამოსავალია.
სოკ-ში პირდაპირ ტრანსლაციებს თამაშების გაუქმების ან სხვა ქალაქში გადატანის ღირსეულ ალტერნატივად მიიჩნევენ.
ახალი ომი მიღებულია: ოლიმპიადა-2020 საფრთხის ქვეშაა და არავინ იცის ჩატარდება თუ არა თამაშები
იაპონიაში 25 თებერვლის მონაცემებით COVID-9 ვირუსით დაინფიცირების 862 შემთხვევა დაფიქსირდა.
ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა ჩატარდეს.