Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
ოლიგარქები, რუსეთის ეკონომიკის გარეშე არ არსებობენ, მათი შევიწროვების სტრატეგია სერიოზულ შედეგებს გამოიღებს – მერაბ კაკულია – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლიგარქები, რუსეთის ეკონომიკის გარეშე არ არსებობენ, მათი შევიწროვების სტრატეგია სერიოზულ შედეგებს გამოიღებს – მერაბ კაკულია

62
ipiccy_image

ოლიგარქები, რუსეთის ეკონომიკის გარეშე არ არსებობენ. მათი შევიწროების სტრატეგია მართალია, გრძელვადიანია, მაგრამ ვფიქრობ, რომ სერიოზულ შედეგებს გამოიღებს, – ამის შესახებ  „პალიტრანიუსის“ ეთერში რონდელის ფონდის წამყვანმა მკვლევარმა მერაბ კაკულიამ ისაუბრა.

მისი თქმით, მართალია რუს ოლიგარქებს სხვა ქვეყნების ეკონომიკებში საკმაოდ სერიოზული ინტერესები გააჩნიათ, მაგრამ მათი სიმდიდრის წყარო იყო და რჩება რუსეთის ეკონომიკა, რომელიც არის რესურსებზე და ექსპორტზე ორიენტირებული.

„მე ღრმად ვარ დარწმუნებული და ამას არაერთი საერთაშორისო გამოცემა (ასევე, არაერთი ეკონომისტი, ვინც ჩახედულია რუსეთის ეკონომიკურ სივრცეში) აღნიშნავს, რომ ზუსტად ამ ოლიგარქებთან უნდა ვეძიოთ ის კუდები, რომელსაც ტოვებს რუსეთის პრეზიდენტი და მისი ახლო გარემოცვის მრავალმილიარდიანი აქტივები. იმიტომ, რომ ღია წყაროებით მათი პოვნა შეუძლებელია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რა პროფესიის არის რუსეთის პრეზიდენტი და რა გამოცდილების ადამიანები ახვევია გარს. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ისინი საგულდაგულოდ მალავენ იმას, რაც გააჩნიათ“,- განაცხადა მერაბ კაკულიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები