LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლექსი გონჩარენკო: რადაში ოლექსი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ

131
Untitled design (2)

„რადას“ დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის გადაყენების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.

როგორც გონჩარენკო წერს, არესტოვიჩის განცხადება „სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმს აკმაყოფილებს“.

ოლექსი არესტოვიჩმა დნიპროს მცხოვრებლებს მოუბოდიშა

„დროა არესტოვიჩი გადადგეს. ჩვენ სხვა სახალხო დეპუტატებთან ერთად ვაგროვებთ ხელმოწერებს პრეზიდენტის ოფისის სკანდალური მრჩევლის გათავისუფლების მოთხოვნით.

რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?

1. არესტოვიჩი უნდა წავიდეს.

2. გაკეთდეს ოფიციალური განცხადება, რომ სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებით არესტოვიჩის ფანტაზიებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის პოზიციასთან არ აქვთ კავშირი.

3. აგრეთვე გაიგზავნა დეპუტატების მიმართვა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისადმი, რადგან არესტოვიჩის ფაბრიკაციებს დნიპროში ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემიდან სახლის დანგრევის შესახებ არის ის, რაც აკმაყოფილებს სახელმწიფო ღალატის კრიტერიუმს. ომის დროს ჩვენ ფხიზლად უნდა ვიყოთ და არა არესტოვიჩივით“, – წერს გონჩარენკო.

 

?Арестович перевзувся!

Вже котрий день підряд радник офісу президента втрапляє в скандали через свої висловлення….

Posted by Олексій Гончаренко on Monday, January 16, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები