LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოლაფ შოლცი: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბალკანეთის ქვეყნები საბოლოოდ უნდა შეუერთდნენ ევროკავშირს 

68
ოლაფ შოლცი

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და ეკონომიკურ ბლოკში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანებას. „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ გერმანიის კანცლერმა პრაღაში კარლის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ უმრავლესობის კენჭისყრაზე გადასვლა ეკონომიკური ბლოკის გაფართოების ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს. მან დაადასტურა ევროკავშირის გაფართოების კუთხით გერმანიის მხარდაჭერა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბალკანეთის ქვეყნები საბოლოოდ უნდა შეუერთდნენ ევროკავშირს.

„თუმცა, ამ გაფართოებულ კავშირში, წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებები გაიზრდება პოლიტიკური ინტერესების, ეკონომიკური გავლენისა და სოციალური უსაფრთხოების სისტემების უზრუნველყოფის კუთხით. დღეს, სადაც ერთსულოვნებაა საჭირო, ინდივიდუალური ქვეყნის მხრიდან ვეტოს უფლების გამოყენების და დანარჩენი წევრი ქვეყნების წინსვლისთვის ხელის შეშლის რისკი იზრდება ყოველი დამატებითი წევრი ქვეყნის მიღებისას. ამიტომ, მე შევთავაზე საერთო საგარეო პოლიტიკაში უმრავლესობის კენჭისყრაზე ეტაპობრივი გადასვლა, ისევე როგორც სხვა სფეროებში, როგორიცაა გადასახადების პოლიტიკა, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები