LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოკუპირებული ტერიტორიიდან 188 პირია გადმოყვანილი: ნაწილი მკურნალობს, ნაწილი კი საკარანტინე სივრცეშია” – ქეთევან ციხელაშვილი

99
77482ade844b0ec55cc387e62da3cc9a

სახელმწიფო მინისტრი შერიგების საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, საქართველოს ხელისუფლებას კი არ აქვს ბერკეტი, დაეხმაროს თავის მოქალაქეებს. მინისტრის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე სულ 188 პირია გადმოყვანილი. აქედან 80-მდე მოქალაქე სხვადასხვა დაავადებაზე მკურნალობს, ნაწილი კი საკარანტინე სივრცეში იმყოფება. ციხელაშვილის განმარტებით, საქართველოს მთავრობა შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და დაეხმაროს ორივე რეგიონის მოსახლეობას ვირუსთან გამკლავებაში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

“იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი ოკუპირებულ ტერიტორიებზე. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ამ მონაცემების გადამოწმების შესაძლებლობა და ბუნებრივია, სრული პასუხისმგებლობით ვერ ვიტყვით, რომ სწორედ ეს არის ციფრები და არა მეტი, ან ნაკლები. მაგრამ აშკარაა ტენდენცია, რომ იზრდება მაჩვენებლები. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ იმ შეზღუდული შესაძლებლობების პირობებში, რასაც ქმნის ოკუპაცია და ჩაკეტილობა, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონის მხრიდან, რომ ადგილზე დავეხმაროთ მოსახლეობას უკეთ გაუმკლავდნენ ინფექციას.
ახალი ინფრასტრუქტურაა რუხის კლინიკაში, რომელიც სრულ მზადყოფნაშია აფხაზეთიდან პაციენტების მომსახურებისთვის. დღეისათვის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანილია 188 პირი. აქედან, თითქმის 80-მდე პირი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს და იღებს უფასო სამედიცინო მომსახურებას, დანარჩენები იმყოფებიან საკარანტინო ზონაში ან თვითიზოლაციაში”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.