LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული რეგიონები სამხედრო პოლიგონად იქცა – ქეთევან ციხელაშვილი

102
1014094126

ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო სწავლება პირველ რიგში, არის ძალის დემონსტრირების პოლიტიკა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ახალი არაა, რადგან შარშან, წლის განმავლობაში 120-ზე მეტი სხვადასხვა მასშტაბის სწავლება და მანევრი ჩატარდა.

„ამჯერად 3 000 სამხედროს მონაწილეობით ძალიან მასშტაბური წვრთნები ტარდება. ეს მიანიშნებს ორ რამეზე: ჩვენი ოკუპირებული რეგიონები ფაქტობრივად სამხედრო პოლიგონად იქცა წლების განმავლობაში და მეორე – ეს არის რუსეთის პოლიტიკა, თავად როგორც ამბობენ რეაქცია, საქართველოს ნებისმიერ წინსვლაზე, ნაბიჯზე, რომელიც უკავშირდება მისი უსაფრთხოების განმტკიცებას, ამერიკელ პარტნორებთან თანამშრომლობას, ნატო-სთან დაახლოებას, რომელიც ხშირად ვამბობთ ხაზგასმით და კიდევ გავიმეორებთ, არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს არის ფაქტობრივად კუნთები ყოველ ჯერზე, სადაც გამოთიშულია ადამიანების ინტერესი, პირველ რიგში, ადამიანების, რომლებიც ცხოვრობენ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში,“ – განაცხადა ციხელაშვიმა.

ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო სწავლება მიმდინარეობს, რომელშიც 3 000 ჯარისკაცი მონაწილეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები