ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება საახალწლო დღეებში დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვრის გაძლიერებას აპირებს. ინფორმაციაში, რომელსაც დე ფაქტო უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
„26 დეკემბრიდან 2021 წლის 11 იანვრის ჩათვლით სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის სასაზღვრო სამსახური აძლიერებს საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის დაცვას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, დე ფაქტო ხელისუფლებამ 27 თებერვლიდან დანარჩენ საქართველოსთან გადასასვლელი ყველა პუნქტი ჩაკეტა.