LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტმა რუსეთთან დადებული სამხედრო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

82

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის ცალკე დანაყოფების შესვლის თაობაზე რუსეთთან დადებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მიმდინარე წლის მარტში მოეწერა.

შეთანხმება რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან კონტრაქტის გაფორმებით მოქალაქეების სამხედრო სამსახურში აყვანას ითვალისწინებს.
ამასთან, რუსული მხარე ეტაპობრივად გაუზრდის სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროებს ფულად სახსრებსა და სხვა სოციალურ სარგებელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები