ოკუპირებული აფხაზეთის მოქალაქეები მოუწოდებენ დე ფაქტო მთავრობას, რომ რუსეთის გარდა ვაქცინები სხვებისგანაც ითხოვონ.
საზოგადოების ამ ნაწილში, რომელიც აღნიშნულ მიმართვას ხელს აწერს 60 სხვადასხვა პროფესიის პირია გაერთიანებული.
მათი თქმით, დიდი იმედი ჰქონდათ, რომ აფხაზეთში ვაქცინაციის პრობლემა გადაწყდებოდა რუსული ვაქცინის „სუპტნიკ V“-ის დახმარებით, თუმცა, საკმარისი დოზებით მოსახლეობის უზრუნველყოფა რთული აღმოჩნდა.
“საკუთარ ვალად ვთვლით, მოვუწოდოთ აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას, თხოვნით მიმართოს რუსეთის ფედერაციასაც და საერთაშორისო ორგანიზაციებს – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და გაეროს სხვა სტრუქტურებს და ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებს, მოსახლეობის დასაცავად აფხაზეთს მისცენ ვაქცინები, რომლებმაც თავისი ეფექტიანობა აჩვენეს“,-აღნიშნულია მიმართვაში.
ცნობისთვის, რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს აპრილის ბოლოს ორდოზიანი ვაქცინის, “სპუტნიკ V”-ის 6500 დოზა და აგვისტოს დასაწყისში, ერთდოზიანი „სპუტნიკ ლაით“-ის 5000 დოზა გაუგზავნა.