LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა

141
Untitled design (1)

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს დილით მიიღეს. ამის შესახებ ე.წ. საკანონმდებლო ორგანოს სპიკერმა, ლაშა აშუბამ პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს განუცხადა.

მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილებას 28 დეპუტატიდან მხარი 25-მა დაუჭირა.

„ყველა ვღელავდით ამ ვითარების გამო. პარლამენტის დეპუტატებიც ძალიან განიცდიდნენ. დღეს ჩვენ რამდენიმე დელეგაცია მივიღეთ, რესპუბლიკის უსაფრთხოებისთვის ამ შეთანხმების მიღების რამდენიმე შესაძლებლობა განვიხილეთ..

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე მივიღეთ კონსენსუსზე დამყარებული დოკუმენტი, ესენია ცვლილებები შესაბამის კანონებში, საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ კანონში, სამოქალაქო კოდექსში და სპეციალურ კონსტიტუციურ კანონში, რომელიც კონკრეტულად სახელმწიფო აგარაკის გადაცემას შეეხება. მასში მითითებულია, რომ ობიექტის მესამე პირებისთვის გადაცემის შემთხვევაში, ხელშეკრულება უქმდება და საკუთრება უბრუნდება აფხაზეთის რესპუბლიკას, ასეთი გადაწყვეტილება განიხილეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრაზე“, – განაცხადა აშუბამ.

ცნობისათვის, ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი გუშინ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილმა ე.წ. პარლამენტთან გააპროტესტა.

მათ მიღებულ გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები