ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ერთი პაციენტის მდგომარება კრიტიკულად მძიმეა. ის რეანიმაციულ განყიფულებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კლინიკაში გრიპის დიაგნოზით წუხელ 2 ბავშვი ოკუპირებული აფხაზეთიდან შეიყვანეს.
როგორც საავადმყოფოს დირექტორი სულხან ორჟონია აცხადებს, გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, კლინიკაში სულ 51 ადამიანი მკურნალობს, აქედან 19 ბავშვია.
გრიპის ვირუსის გამო, სწავლა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში 1 კვირით გადაიდო.