LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ მარიუპოლში თავისუფლების მოედანს ლენინის მოედანი დაარქვეს – მერის მრჩეველი

66
მარიუპოლ 2

მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრო ანდრიუშენკოს განცხადებით, ოკუპანტებმა თავისუფლების მოედანს ლენინის მოედანი დაარქვეს.

როგორც მერის მრჩეველი სოციალურ ქსელში წერს, დამწვარი და განადგურებული სახლების ფონზე, მოედანზე რუსეთის დროშაც დაამაგრეს.

მარიუპოლი რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან ალყაში იყო. ქალაქს აზოვსტალში მყოფი სამხედროები იცავდნენ. 86-დღის შემდეგ კი, ქალაქის მცველებმა, ქვეყნის მტავარსარდლისგან  სიცოცხლის გადარჩენის ბრძანება მიიღეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები